ახალი ამბები
...

12/06/2014 სააკაძის ქუჩაზე მომხდარი დაზიანება


გუშინ, გვიან საღამოს, ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე ჩამოიშალა მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის ერთ-ერთ მხარე, რომელიც სათანადოდ არ აღმოჩნდა გამაგრებული. ნიადაგის ჩამოშლის შედეგად ავარიულად დაზიანდა წყალსადენის 250 მმ და 100 მმ-იანი ქსელები. ამის გამო წყალმომარაგება ნაძალადევის რაიონში მხოლოდ მცირე არეალს შეუწყდა. დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუშინ საღამოს 23:30 საათიდან ატარებს, თუმცა ტექნიკური სამუშაოების სწრაფად ჩატარება ფერხდება იმის გამო, რომ წყალსადენის ქსელების სიახლოვეს მრავლადაა სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციები. შესაბამისად, კომპანია ვერ ახერხებს სპეცტექნიკის ინტენსიურად გამოყენებას და სამუშაოების ძირითად ნაწილს ბრიგადები ხელით ასრულებენ. აღნიშნული სირთულიდან გამომდინარე, ტექნიკური სამუშაოების დასრულებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, საღამოს 10 საათისთვის გეგმავს.

სააკაძის ქუჩაზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, დღეს, 12 ივნისის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:

  • სააკაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილსა და დადიანის მე-2 მიკრორაიონს.


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგებათ ეტაპობრივად, 12 ივნისის 22:00 საათიდან, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებით გამოწვეული წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ
Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/georgianwaterandpower?ref=hl
და ვებგვერდზე: http://www.georgianwater.com/main.php?pg=spl&tp=7&mn1=3&mn2=37
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს  2 93 11 11 .

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები