ახალი ამბები
...

02/07/2014 GWP-მ ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, დღეს, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ჟინვალისა და არაგვის ხეობის სათავო ობიექტები დაათვალიერებინა.

ამერიკული სკოლის მოსწავლეები, რომელებიც წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და რაციონალურად მოხმარების თაობაზე სპეციალურ სასწავლო კურსს გადიან, ამჯერად, თბილისის წყალმომარაგების ძირითადი საკითხებითაც დაინტერესდნენ. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ შეთავაზებულმა საინფორმაციო ტურმა მათ, პირველ ჯერზე, წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის გაცნობის საშუალება მისცა, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი და ნატახტრის წყალსადენი. ობიექტებზე მოზარდებს მეგზურობას კომპანიის სპეციალისტები უწევდნენ. მოზარდები დააკვირდნენ იმ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელსაც მდინარე არაგვის ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს თეორიული ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის, მისი 24-საათიანი მონიტორინგისა და იმ ტექნიკური პროცესების შესახებ, რაც თითოეული თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის ინდივიდუალურად მიწოდებას უკავშირდება. 

მოზარდები კომპანიის სხვადასხვა ობიექტის მუშაობის სპეციფიკას 10 დღის მანძილზე გაეცნობიან, მოისმენენ მოსწავლეთათვის განკუთვნილ ლექციების მოკლე კურსს. საზაფხულო საინფორმაციო ტურისა და ლექციების კურსის მოსმენის შემდეგ  ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შესაბამის სეთიფიკატებს გადასცემს. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები