ახალი ამბები
...

05/08/2014 უწერის ქუჩაზე წყალსადენის მოძველებული ქსელები ახლით იცვლება

გლდანისა და ნაძალადევის რაიონის ქუჩების მოსახლეობა, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლით გაცილებით სტაბილურად მომარაგდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უწერის ქუჩაზე გამავალი ორი 900 მმ-იანი მაგისტრალური მილის მოძველებულ და ამორტიზებულ მონაკვეთებს ახლით ცვლის. წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროცესი თბილისის სხვადასხვა უბანში წელსაც, გაწერილი გეგმის მიხედვით, ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

უწერის ქუჩაზე ქსელების განახლების პროცესი დამამთავრებელ ფაზაშია გადასული. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დიერექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის განცხადებით, უწერის ქუჩაზე მთლიანად ახლით არის შეცვლილი ორი 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილდენის ხანდაზმული მონაკვეთები. შეცვლილი მილების საერთო სიგრძე 1500 მეტრს შეადგენს. ასევე, განახლებულია უწერის ქუჩის მოძველებული განშტოებების 300 მეტრი, მონტაჟდება ახალი   ჩამკეტ-მარეგულირებელი  12 ურდული და ეწყობა წყალსადენის ახალი საკვანძო ჭები.     

 

მიმდინარე წლის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოძველებულ და ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს თბილისის 70-მდე ქუჩაზე მთლიანად ახლით ცვლის. სარეაბილიტაციო ქსელების საერთო სიგრძე, წელს, 60 კილომეტრს აღემატება. სადღეისოდ, კომპანიამ  სამუშაოები უკვე დაასრულა დიდუბე-ჩუღურეთის, საბურთალოს, სამგორის, ნაძალადევის, ვაკის, გლდანისა და მთაწმინდის რაიონების 60-მდე ქუჩაზე. 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები