ახალი ამბები
...

07/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნასაგურის კლინიკას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, ნასაგურის დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებას, უახლოეს მომავალში, სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების პრობლემას გადაუჭრის. 

 

ნასაგურში ეს ერთადერთი კლინიკაა, რომელიც დასახლების მაცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურებას უწევს. ისევე როგორც ნასაგურის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას და დასახლებაში მდებარე სხვა ობიექტებს, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებასაც გააჩნია  ტექნიკურად გაუმართავი წყალგაყვანილობის ქსელი, რომელიც არ არის მაგისტრალურ მილდენთან მიერთებული, შესაბამისად, მისი წყალმომარაგება შეფერხებებითა და გარკვეული შეზღუდვით ხდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ნასაგურის კლინიკას, როგორც ერთადერთ სამედიცინო დაწესებულებას დასახლებაში, წყალგაყვანილობის ახალ ქსელს უსასყიდლოდ დაუმონტაჯებს, რისთვისაც კომპანიამ უკვე შეადგინა პროექტი და ტექნიკური პირობა. დახმარებისთვის კომპანიას კლინიკის ადმინისტრაციამ მიმართა.

 

თბილისის ახალი საზღვრების 24-საათიანი წყალმომარაგების პროგრამის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნასაგურისა და მასთან ახლომდებარე წინუბნის დასახლებისთვის წყალმომარაგების ერთიანი სისტემის მშენებლობას ახორციელებს. ამ დროისთვის გაყვანილია 2 000 მეტრი სიგრძის წნევიანი მაგისტრალური მილდენი და დასრულებულია წყალსადენის 9 000 მეტრიანიახალი გამანაწილებელი ქსელის მშენებლობაც, დამონტაჟებულია ჩამკეტ-მარეგულირებელი 9 ურდული, განშტოებებზე კი მოწყობილია 250 მცირე ზომის ჭა. ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, წინუბნისა და ნასაგურის 3000 მოსახლეს უწყლობის პრობლემა გადაეჭრება და 24-საათის განმავლობაში მომარაგდება სასმელი წყლით.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები