ახალი ამბები
...

13/08/2014 მრიცხველის ჩვენების დაფიქსირებას, ჩვენი აბონენტები უკვე განახლებული ვებგვერდის მეშვეობით შეძლებენ

ინტერნეტ-პორტალზე - mygwp.ge  წვდომას და  მრიცხველის ჩვენების ონლაინ-რეჟიმში დაფიქსირებას  თბილისელი აბონენტები უკვე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განახლებული ვებგვერდის მეშვეობით შეძლებენ, ბმულზე გადასვლით: http://mygwp.ge

 

მრიცხველის მქონე ნებისმიერ აბონენეტს შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტ-პორტალით - mygwp.ge, ონლაინ-რეჟიმში დაუკავშირდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ და გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც ავტომატურად აისახება კომპანიის ბილინგის სისტემაში და ქვითარშიც დაფიქსირდება.  შედეგად, მოხმარებული წყლის საფასურს აბონენტი მის მიერ მითითებული მრიცხველის ჩვენების შესაბამისად გადაიხდის,  კვარტალში ერთხელ კი მრიცხველის ჩვენებას კომპანიის წარმომადგენელი აიღებს. შესაბამისად, კვარტალში ერთხელ აბონენტს გადასახადი კომპანიის წარმომადგენლის მიერ აღებული ჩვენების საფუძველზე, ასევე ქვითრით მიუვა.

 

იმისთვის, რომ გამრიცხველიანებულმა აბონენტებმა ისარგებლონ ინტერნეტ-პორტალის მომსახურებით, მათ კომპანიის რაიონულ სერვიცენტრებში ხელშეკრულება უნდა გააფორმონ, რადგან mygwp.ge -ზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ხელშეკრულების მქონე აბონენტს მისთვის მინიჭებული უნიკალური პაროლის მეშვეობით შეეძლება. განახლებულ პაროლს მომხმარებელი ყოველთვიურად  SMS-შეტყობინებით მიიღებს, ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე.

 

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოდერნიზებულ ვებგვერდზე http://www.georgianwater.com/ კიდევ ერთი ახალი სერვისი აამოქმედა - ონლაინ-ჩეთის მეშვეობით, აბონენტებს შეუძლიათ ინტერაქტიურ რეჟიმში დაამყარონ ურთიერთობა კომპანიასთან. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს, 09:00 საათიდან ღამის 12 საათამდე შეუძლია ეწვიოს ონლაინ-ჩეთს და წყალმომარაგებასთან თუ კომპანიის სხვა მომსახურებასთან დაკავშირებით ონლაინ რეჟიმში ესაუბროს ჩეთის ოპერატორებს.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები