ახალი ამბები
...

16/10/2014 საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის მონაწილე 16 საუკეთესო სტუდენტი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომელი გახდა

16 საუკეთესო სტუდენტი, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამით გამოვლინდა, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კომპანიაში გააგრძელებს მუშაობას, - ამის შესახებ  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციებისა და კორპორატიული მომსახურების დირექტორმა - ეკა ბერიძემ  პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს დღეს განუცხადა და მათ ახლადდასაქმებული სტუდენტები წარუდგინა.  კომპანიის სათავო ოფისში შეკრებილ 61-ვე სტუდენტს, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული, შესაბამისი სერთიფიკატები კომპანიის კადრების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - სალომე ბაზერაშვილმა გადასცა. 

 

საუკეთესო სტუდენტების დასაქმების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღო. მათი გამოვლენა, პროგრამის მონაწილე 61 ახალგაზრდას შორის, მიღებული შედეგების ანალიზირების  მეთოდით მოხდა. შერჩეული 16 სტუდენტიდან ათი - უკვე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  მუდმივ შტატში ირიცხება, სამი სტუდენტი კომპანიასთან თანამშრომლობას შტატგარეშედ გააგრძელებს, სამი ახალგაზრდა კი ანაზღაურებადი სტაჟორი იქნება და პრატიკული ცოდნის შემდგომი გაღრმავების საშუალება მიეცემა.

 

საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ითანამშრომლა ვაკანსიათა ბაზრობა - „JOB FAIR“-თან, რომელიც მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. პროექტში ჩართვით კომპანიას საშუალება მიეცა, დაკავშირებოდა იმ უმაღლეს სასწავლებლებსაც, რომლებთანაც ურთიერთთანამშრომლეობის მემორანდუმი გაფორმებული არ აქვს.  მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა სტუდენტებმა სტაჟირების კურსი, ძირითადად,  ტექნიკური მიმართულებით გაიარეს და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთნენ. მსგავსი აქციები, მოტივირებული ახალგაზრდების დაინტერესებასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“  მათ სამომავლო დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები