ახალი ამბები
...

12/01/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ჯავახიშვილის აღმართზე მომხდარ დაზიანებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურის საავარიო ბრიგადები მობილიზებულია ჯავახიშვილის აღმართის N21-ის მიმდებარედ, სადაც დღეს დილით, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. საავტომობილო გზის მარჯვენა მხარის უეცრად მოწყვეტის შედეგად, დაზიანდა წყალსადენის 500 მმ-იანი მაგისტრალური მილი. ამჟამად, კომპანიის საავარიო ბრიგადები დაზიანებული მაგისტრალის აღსადგენად, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, წყალსადენის შესაბამისი ქსელების წყლისგან დაცლის მიზნით კი, გადაკეტილია წყალმომარაგება.

ჯავახიშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი, დღეს დილით, უეცრად ჩაინგრა. აღნიშნულის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე შეტყობინების შესვლისთანავე, კომპანიის საავარიო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. ჯავახიშვილის აღმართის აღნიშნული მონაკვეთიდან, კომპანიის ცხელ ხაზზე დაზიანების თაობაზე შეტყობინება დღეს დილამდე არ დაფიქსირებულა.

ჯავახიშვილის აღმართზე დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს. დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს:
ჯავახიშვილის აღმართს, ქიჩელის, ახვლედიანის, საქანელას, უშანგი ჩხეიძის ქუჩებს, ასევე მარჯანიშვილისა და საქანელას ქუჩების მცირე ნაწილს და სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიას“.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება მაქსიმალურად სრაფად დაასრულოს სამუშაოები და ჩამოთვლილ ქუჩებს წყალმომარაგება აღუდგინოს. წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაცნობებთ

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები