ახალი ამბები
...

17/02/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელების გაყვანა დაასრულა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალი მაგისტრალური ქსელების გაყვანა უკვე დაასრულა. მთლიანად ახლით შეიცვალა როგორც წყალსადენის, ასევე საკანალიზაციო მაგისტრალური მილები და განშტოებები. სამუშაოების შესრულებას კომპანიამ, დაახლოებით, 10 დღე მოანდომა.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის - ომარ გოცირიძის განცხადებით, ყოფილი ელბაქიძის აღმართზე წყალსადენის  700 მეტრიანი ახალი ქსელი უმაღლესი ხარისხის ქარხნული წარმოების  ფოლადის იზოლირებული წყლის მილებისგან მოეწყო და საკანალიზაციო ქსელიც  ქარხნული წარმოების მაღალხარისხიანი მილებით შეიცვალა. ომარ გოცირიძის თქმით, ამ ეტაპზე ახლადგაყვანილი ქსელის ტესტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მილების რეცხვის რამდენიმედღიანი პროცედურა ჩატარდება, ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ კი, ახალი ქსელი წყალმომარაგების ერთიან სისტემას მიურთდება.

 

როგორც ომარ გოცირიძე აღნიშნავს, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობის პროცესში ელბაქიძის აღმართის მაცხოვრებლებს წყლის მიწოდება არ შეფერხებიათ, რადგან მათი წყალმომარაგება კომპანიამ, დროებით, ალტერნატიული 400 მმ-იანი ქსელის მეშვეობით უზრუნველყო.  

 

ყოფილი ელბაქიძის აღმართზე, კვლავაც გრძელდება კომპლექსური სამუშაოები. სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური სამსახურიც მონაწილეობს. სამუშაოების მიმდინარეობას კი საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო საბჭო კურირებს.  

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები