ახალი ამბები
...

16/03/2015 თბილისის წყალსადენის ქსელების რეაბილიტაცია ინტენსიურ ფაზაში გადავიდა

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენისა და წაყალარინების ქსელების ინტენსიური რეაბილიტაცია დაიწყო. 2015 წლის მანძილზე, კომპანიის საინვესტიციო პროგრამა ძირითადად, რამდენიმე მიმართულებით წარიმართება.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალსადენის დიდი მაგისტრალების კრიტიკული მონაკვეთების რეკონსტრუქციაა. იგეგმება 900 მმიანი მე-2, 1400 მმ-იანი მე-6, 1400 მმ-იანი მე-7 და აეროპორტის მიმდებარედ გამავალი 1000 მმ-იანი წყალდენების განახლება. სამუშაოების განხორციელებას კომპანია მაისის თვიდან შეუდგება და მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებს. ამასთან, ეტაპობრივად მოხდება კომპანიის სათავო ნაგებობებზე არსებული მძლავრი სატუმბო სადგურებისა და თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარე ადგილობრივი წნევის მარეგულირებელი სადგურების გადაირაღება უახლესი ტიპის ტუმბო-აგრეგატებითა და წნევის რეგულატორებით, რომელთა მეშვეობით წნევა, წყლის მოხმარების ცვალებადობის მიხედვით, ავტომატურ რეჟიმში დარეგულირდება.

საინვესტიციო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ქუჩების ხანდაზმული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების ახლით შეცვლაა, რასაც კომპანის თბილისის მერიასთან კოორდინაციით ახორციელებს. ქუჩების ქსელების წლევანდელ სარეაბილიტაციო გეგმაში მკაცრად არის დაცული პრიორიტეტი და შეტანილია დედაქალაქის სხვადასხვა უბნის ის ქუჩები, სადაც წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელები დაუყოვნებლივ მოითხოვს განახლებას. ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვას, როგორც წესი, წინ უძღოდა ქსელების რეალური მდგომარეობის შესწავლა სხვადასხვა უბანში. ამ დროისთვის, კომპანიამ ქსელების შეცვლა-განახლება უკვე დაასრულა 11 ქუჩაზე, მათ შორის: ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი), ჭირნახულის, გუდიაშვილის, მამრაძის, ჩიტაიას, წრომის ქუჩებზე, ვარკეთილის „ა“ და „ბ“ კორპუსებისა და ვარკეთილი 3-ის მე-4 მ/რაიონში. პარალელურად კი, 10 ქუჩაზე - ჭოპორტის, აღმაშენებლის (სოფ. გიორგიწმინდა), ჩაისუბნის, გაფრინდაულის, ფერისცვალების, კახეთის ჩიხის, ივერიის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე, წყნეთის გზატკეცილსა და პეკინის გამზირის N28-ის მიმდებარედ -  კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ერთდროულად ატარებს. აღნიშნულ ქუჩებზე ახლით იცვლება წყალსადენისა და კანალიზაციის ამორტიზებული ქსელების 8 000 მეტრზე მეტი, მონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და ეწყობა ახალი საკვანძო ჭები. წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების განახლების შემდეგ, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ყველა ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციასა და ასფალტის დაგებას უზრუნველყოფენ.

 

წლევანდელი საინვესტიციო პროგრამის კიდევ ერთი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით შემუშავდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საგანგებო ღონისძიებებებს ატარებს,  რათა ტექნიკური სამუშაოების განხორციელების პროცესში წყალმომარაგება მაქსიმალურად მცირე არეალს შეეზღუდოს. გაწერილია სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისის სხვადასხვა უბანში, წყალსადენის ქსელებზე, დამატებით, 1 050 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. ამ მიმართულებით მუშაობა კომპანიამ 2014 წლის ბოლო კვარტალში დაიწყო და თბილისის სხვადასხვა უბანში უკვე 150 დამატებითი ურდული დაამონტაჟა.


2015 წლის სარეაბილიტაციო პროგრამის ყველა ძირითადი მიმართულების განხორციელებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საგრძნობლად შეამცირებს სასმელი წყლის დანაკარგებსა და ავარიული დაზიანებების რიცხვს წყალსადენისა და წყალარინების ქსელებში. ეს კი, ხელს შეუწყობს თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობას და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის გაუმჯობესებას.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები