ახალი ამბები
...

23/03/2015 ეს შენი სასიცოცხლო პროდუქტია - მეტი ვიდრე უბრალოდ წყალი “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლის საერთაშორისო დღეს აქცია მოაწყო

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისის რამდენიმე სკვერში მინიაქციები მოაწყო.

 

აქციები ვაკეში მდებარე მრგვალ ბაღში, პეკინის გამზირზე მდებარე ბუკიას ბაღსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე „ვარდების ბაღში“ განთავსებულ სასმელი წყლის გაუქმებულ სოკო-შადრევნებთან გაიმართა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ამ სოკო-შადრევნების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას იღებს და დღევანდელი დღის შემდეგ, თბილისელები სასმელი წყლის შადრევნებით სარგებლობას შეუფერხებლად შეძლებენ. თითოეული შადრევნის ირგვლივ მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავს, თუ როგორ მუშავდება და რა გზას გადის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი პროდუქტი - სასმელი წყალი, ვიდრე თბილისელების ონკანებამდე მიაღწევს.

 

აქციის ფარგლებში, ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა სკვერებში მისულ მოქალაქეებს ფლაერები დაურიგეს. ახალგაზრდებმა ამით ყურადღება გაამახვილეს წყლის რესურსების დაზოგვისა და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების აუცილებლობაზე.

 

დღესვე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს“, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით, სპეციალური კონკურსითაც აღნიშნავს. კონკურსში ჩართვა ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდს -  Georgian Water and Power - GWP LTD, https://www.facebook.com/georgianwaterandpower/photos/a.596581610403238.1073741828.596135310447868/890847197643343/?type=1&theater  - გაეცნოს კონკურსის პირობებს და კონკურსის მონაწილე გახდეს. გამარჯვებული გახდება საუკეთესო სლოგანის ავტორი, რომელიც „ლაიქების“ მიხედვით გამოვლინდება.

 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები