ახალი ამბები
...

31/03/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გადასახადის დაფარვის შეხსენების მიზნით, თბილისელებს SMS-შეტყობინებას დაუგზავნის

 

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კიდევ ერთი სიახლე დანერგა.  დღეიდან, თბილისელ აბონენტებს, წყალმომარაგების მიმდინარე გადასახადის დაფარვის ბოლო ვადის შეხსენების მიზნით, კომპანია SMS-შეტყობინებას გაუგზავნის. ინფორმაციას მიმდინარე გადასახადის დაფარვის თაობაზე თბილისელები, წინასწარ, 2-3 დღით ადრე, ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 საათიდან მიიღებენ.  SMS-შეტყობინებაში მითითებული იქნება აბონენტის ნომერი, მიმდინარე გადასახადის ოდენობა და მისი დაფარვის ბოლო ვადა. SMS-შეტყობინება ინდივიდუალურად გაეგზავნებათ იმ აბონენტებსაც, რომელთაც კომპანიის მიმართ გარკვეული დავალიანება ერიცხებათ. ამ შემთხვევაში SMS-შეტყობინებაში მითითებული იქნება დავალიანების ოდენობა კონკრეტულ აბონენტის ნომერზე.

 

როგორც კომპანიის ბილინგის სამსახურის ხელმძღვანელი - გიორგი სულაბერიძე განმარტავს, გადასახადის გადახდის ერთიანი ადმინისტრირების სისტემის პირობებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ეს ახალი სერვისი პირველ რიგში, მომხმარებლისთვის იქნება კომფორტული და სარგებლის მომტანი. მისი თქმით, ეს სერვისი  აბონეტებს მინიმუმამდე შეუმცირებს გადასახადის დროულად დახდასთან დაკავშირებულ გაუგებრობასა და ელექტროენერგიის გათიშვის ალბათობასაც მაქსიმალურად გამორიცხავს.  

 

რაც შეეხება იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგების გადასახადის გადაუხდელობით გარკვეული დავალიანება დაუგროვდათ, გიორგი სულაბერიძის თქმით, მათ შეუძლიათ კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებს მიმართონ, სადაც დავალიანების დასაფარად ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებენ და, შესაბამისის შეთანხმების საფუძველზე, 36 თვეზე ან გაცილებით ხანგრძლივ პერიოდზე გაუნაწილებენ.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს თბილისელებს, ისარგებლონ კომპანიის უფასო და კომფორტული სერვისით და SMS-შეტყობინების მისაღებად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ: http://www.georgianwater.com/ka/sms
რაც შეეხება იმ თბილისელ აბონენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ისინი რეგისტრაციის გავლას კომპანიის რაიონულ სერვისცენტრებში შეძლებენ.


სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები