ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალური ვებ გვერდი
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
ENG GEO
 
 
მთავარი / ახალი ამბები
 
ახალი ამბები
გადაუდებელი სამუშაოები
პუბლიკაციები
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
სერთიფიკატები
კონტაქტი

ივლისი 2014
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31

გსურთ თუ არა გამრიცხველიანება?
დიახ
არა
არ ვიცი
Total 32613


 
 
ახალი ამბები
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკურ პერსონალს ზამთრის სპეც-ტანსაცმელი ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებმა შეუკერეს
26 თებერვალი 2010

შეუძლებელია, ფეხით მოსიარულე თბილისელებმა არ შენიშნონ ლურჯი სპეც-ტანსაცმელით შემოსილი ბრიგადები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ. ისინი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური სამსახურების თანამშრომლები არიან, რასაც მათ სპეც-ტანსაცმელზე გამოსახული ლოგოც ადასტურებს.

ლურჯი ფერის, კომფორტული, საიმედო და მაღალი ხარისხის დათბილული სპეც-ტანსაცმელი, რომელიც მძიმე პირობებში სამუშაოდ გამოდგება და ამასთან ერთად, ადამიანის დაშავების რისკებს შეამცირებს, - ეს იყო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ძირითადი მოთხოვნა ტენდერისთვის, რომელიც კომპანიამ გასული წლის 20 ნოემბერს ტექნიკური პერსონალისთვის ზამთრის სეზონში გამოსაყენებელი სპეც-სამოსის დამზადებაზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად ქალთა კოლონიის მსჯავრდებულებით დაკომპლექტებული კომპანია “ათინათი” გამოვლინდა.

სპეც-ტანსაცმლის დამზადება უკვე დასრულებულია და კომპანიისთვის მისი გადაცემის ბოლო ეტაპი თბილისის ქალთა კოლონიაში 24 თებერვალს შედგა. ქალთა კოლონიას, ამ მიზნით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი იორგ მათისი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე სტუმრობდნენ.

ქალთა კოლონიის წარმომადგენლებმა, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე არიან გადამზადებული, დაკისრებული საქმე მაღალ დონეზე და დადგენილ ვადებში შეასრულეს. პროექტის ფარგლებში, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” თანამშრომლებისთვის 1365 დათბილული და წყალგაუმტარი ქურთუკი, 1234 ასეთივე კომბინეზონი და 1034 ქუდი შეიკერა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, რომელიც აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში, ამ აქციით 30-მდე პატიმარი დაასაქმა და ამით მათ პროფესიულ განვითარებაშიც გარკვეული წვლილი შეიტანა.

 
წინა შემდეგი
 
 
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ენერგოომბუდსმენის სამსახურს პასუხობს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ენერგოომბუდსმენის სამსახურს პასუხობს

14 ივლისი 2014
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერები სპეციალურ კონკურსზე მიიწვია
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერები სპეციალურ კონკურსზე მიიწვია

14 ივლისი 2014
 
გიორგი მუსხელიშვილი დაბა წყნეთში წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაბა წყნეთში წყალსადენის ქსელებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

10 ივლისი 2014
 
GWP-მ ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ზალდასტანიშვილი სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა

02 ივლისი 2014
 
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” USAID-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილ ეკობანაკს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” USAID-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილ ეკობანაკს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა

02 ივლისი 2014
 
 
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | Previous page