ახალი ამბები
...

02/07/2014 ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” USAID-ის პროგრამის ფარგლებში შექმნილ ეკობანაკს სათავო ობიექტები დაათვალიერებინა

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, დღეს, USAID-ის პროგრამის - „INRMW-საქართველო - წყალშემკრები აუზების მართვა“ - ფარგლებში მოწყობილ ეკობანაკში გაერთიანებულ მოსწავლეებს ჟინვალისა და არაგვის ხეობის სათავო ობიექტები დაათვალიერებინა.

ეკობანაკები USAID-ის პროგრამის პარტნიორი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიაზაცია CENN-ის მიერ არის ორგანიზებული და საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის 24 უფროსკლასელს აერთიანებს. 

მოზარდი თაობა, რომელთაც პროგრამის დახმარებით „მწვანე ხედვა“ უვითარდებათ, წყლის რესურსების მდგრადი მართვის საკითხებით დაინტერესდნენ. 
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ შეთავაზებულმა სპეციალურმა საინფორმაციო ტურმა მათ, ამჯერად, წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების საქმიანობის გაცნობის საშუალება მისცა, როგორიცაა ჟინვალის ჰიდროკომპლექსი და ნატახტრის წყალსადენი.

ობიექტებზე მოსწავლეებს მეგზურობას კომპანიის სპეციალისტები უწევდნენ. იმისთვის, რომ ეკობანაკის წევრები დარწმუნებულიყვნენ, თუ რამდენად უსაფრთხოა ონკანის წყლის მოხმარება დედაქალაქის მოსახლეობისთვის, თავად დააკვირდნენ იმ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელსაც მდინარე არაგვის ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნის პროცესში გადის, მიიღეს თეორიული ინფორმაცია თბილისში სასმელი წყლის ხარისხის, მისი 24-საათიანი მონიტორინგისა და იმ ტექნიკური პროცესების შესახებ, რაც თითოეული თბილისელი მომხმარებლისთვის სასმელი წყლის ინდივიდუალურად მიწოდებას უკავშირდება. 

სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები