ახალი ამბები
...

09/04/2015 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სოფელ დიღომში, გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოებს ახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ დიღომში გზებს აწესრიგებს. ამჟამად, გზების მოხრეშვა-მოასფალტების სამუშაოები ტარდება. გზის საფარს კომპანია ყველა იმ ქუჩაზე აწესრიგებს, სადაც სოფელი დიღმის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ქსელები გაიყვანა, მათ შორის ათონელის, ბარათაშვილის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თოფჩიშვილის ქუჩებსა და ჩიხებში. სოფელი დიღმის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად კომპანიამ ორი სატუმბო სადგური ააშენა და 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები მოაწყო. სოფელ დიღომში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები, დღეს, კომპანიის ტექნიკური ოპერაციების მართვის დირექტორმა - მამუკა კიკალიშვილმა დაათვალიერა.
 
როგორც მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრების 24-საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სოფელ დიღომს წყალი უკვე 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება, ამჟამად კი, კომპანია სოფლის გზებს აწესრიგებს და პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს.
 
ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სოფელ დიღომში, ისევე როგორც თბილისის ახალ ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ სხვა სოფლებსა და დასახლებებში, წყალმომარაგების ინდივიდუალური და სრულყოფილი სისტემის მშენებლობა 2014 წლის ბოლოს დაასრულა. დედაქალაქის მთავრობასთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სოფელი დიღმის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, კომპანიამ 2 ახალი სატუმბო სადგური ააშენა, 23 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაიყვანა, დაამონტაჟა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოაწყო წყალსადენის საკვანძო ჭები, ასევე საექსპლუატაციოდ მოამზადა სასმელი წყლის არსებული რეზერვუარი. 2015 წლიდან, ახლადაშენებული სისტემის თბილისის წყალმომარაგების ერთიან სისტემასთან მიერთების შემდეგ, კომპანიის ყველა აბონენტს, რომელიც სოფელ დიღომში ცხოვრობს, სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება.
 
 
კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP)
 
09.04..2015.
სხვა კატეგორიები
...

24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი

  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა (ჯივიპი) თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   ...

ვრცლად

...

24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს

    ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიდ დიღომში, ასი ათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ატარებს.   სამუშაოები...

ვრცლად

...

22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს

დღეს, 22 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.   საოპერაცი...

ვრცლად

...

25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება

    დღეს, 25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.    უსაფრთხოების მიზნით, ს...

ვრცლად

ახალი ამბები