ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოფიციალური ვებ გვერდი
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
ENG GEO
 
 
მთავარი / ახალი ამბები
 
ახალი ამბები
გადაუდებელი სამუშაოები
პუბლიკაციები
ფოტოგალერეა
ვიდეოგალერეა
სერთიფიკატები
კონტაქტი

აპრილი 2014
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30

გსურთ თუ არა გამრიცხველიანება?
დიახ
არა
არ ვიცი
Total 31558


 
 
ახალი ამბები
ეს შენი სასიცოცხლო პროდუქტია - დაზოგე წყალი!
13 ოქტომბერი 2010

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიისა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რომელიც   წყლის რესურსების დაზოგვისა და თბილისში სასმელი წყლის ხარისხის პროპაგანდას ისახავს მიზნად. 

დღეს დილით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციის ინიციატივით ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ტური მოეწყო ღრმაღელის საფილტრო საგდურსა და კომპანიის ცენტრალურ ლაბორატორიაში. სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს წყლის დამუშავების ტექნოლოგიური პროცესები: კოაგულაცია, დალექვა, ფილტრაცია, აქტივირებული ნახშირით დამუშავება, ქლორირება. სტუდენტებმა ასევე გაეცნენ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობას, სადაც წყლის ხარისხი მუდმივად ავტომატურ რეჟიმში კონტროლდება, პარალელურად კი ყოველ საათში ერთხელ, ლაბორატორიის სპეციალისტების მიერ, 33 პარამეტრით მოწმდება. ტურს ესწრებოდნენ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციული დირექტორი ნიკოლოზ ბახტაძე და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

ღონისძიებამ 12 საათზე ”პუშკინის სკვერში” გადაინაცვლა, სადაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  აქცია-გამოფენა გამართა, სახელწოდებით - ”დაზოგე წყალი”. გამოფენის ფარგლებში საინფორმაციო ფლაერები დარიგდა, პარალელურად კი,  ე.წ. მოძრავი გამოფენაც მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში ფოტოსურათებით შეფუთული “GWP”-ს მანქანები დადიოდნენ და მოსახლეობას წყლის რესურსების დაზოგვის აუცილებლობის შესახებ შეახსენებდნენ.

აქციების საშულებით ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და თბილისის მერია ცდილობს გაზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა სასმელი წყლის ხარისხისა და მისი რაციონალურად მოხმარების აუცილებლობის შესახებ.

 
წინა შემდეგი
 
 
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის ჭებზე საპროფილაქტიკო სამუშაოებს ახორციელებს
2014 წლის ბოლომდე GWP წყალსადენის 2 700-მდე ჭას აღადგენს

15 აპრილი 2014
 
თბილისის საკრებულოს დეპუტაცია GWP-ის ობიექტებზე
თბილისის საკრებულოს დეპუტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ღრმაღელის სათავო ნაგებობისა და ცენტრალური ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

10 აპრილი 2014
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წიწამურში გამავალ მაგისტრალური მილზე გამაგრებითი სამუშაოებს ახორციელებს
კომპანია 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენს სარეაბილიტაციოდ ამზადებს

03 აპრილი 2014
 
ფონიჭალის მოსახლეობის წყალმომარაგება 26 მარტიდან გაცილებით სტაბილური გახდება
კომპანიამ მაგისტრალური მილის 1750 მეტრიანი მოძველებულ;ი მონაკვეთი ახლით შეცვალა

25 მარტი 2014
 
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის მუშაობის შედეგები შეაჯამეს
დღეის მდგომარეობით, თბილისში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს დაგროვილი დაზიანებები

19 მარტი 2014
 
 
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | Previous page