14/07/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერები სპეციალურ კონკურსზე მიიწვია
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური კონკურსის შედეგად, იმ ერთ საუკეთესო ბლოგერს გამოავლენს, რომელიც კონკრეტული თემის ირგვლივ - „თბილისის წყალმომარაგების სისტემა და თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი“ - საუკეთესო ბლოგ-პოსტს შექმნის.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ ბლოგერს, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, 28 ივლისს გამოავლენს და დააჯილდოვებს.
კონკურსში მონაწილეობს 10 აქტიური ბლოგერი. თითოეულმა მათგანმა თბილისის წყალმომარაგების სისტემისა და სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებული თავისი ბლოგ-პოსტი 3 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს. კონკურსანტებმა, რომელებსაც არ იზღუდებიან თემის სახელწოდებასა ან სტილისტიკაში, მომზადებული მასალა ფეისქსბუქის საკუთარ ბლოგზე 16 ივლისამდე უნდა ატვირთონ, ასევე, თემის გამოქვეყნებიდან 10 დღის მანძილზე უზრუნველყოფენ თემის პოპულარიზაციას საკუთარ გვერდზე.
ბლოგ-პოსტების შექმნამდე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბლოგერების ჯგუფს თბილისის წყალმომარაგების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები დაათვალიერებინა, როგორიცაა სასმელი წყლის ხარისხის მაკონტროლირებელი ცენტრალური ლაბორატორია, თბილისსა და არაგვის ხეობაში განთავსებული წყალსადენის სათავო ნაგებობები და ჟინვალის ჰიდროკომპლექსი.
საიდან და რამდენად საიმედოდ ხდება თბილისის წყალმომარაგება, როგორ მუშავდება და იფილტრება ნედლი წყალი და იქმნება პროდუქტი - სასმელი წყალი, უსაფრთხოა თუ არა ონკანის წყლის მოხმარება ჯანმრთელობისთვის, რამდენად სანდოა სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და რამდენად შეესაბამება ის მსოფლიო სტანდარტებს - ამ თემებთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა კონკურსის მონაწილე ბლოგერებს წყალსადენის სისტემის მუშაობის სპეციფიკა და დანიშნულება გააცნეს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება