08/08/2014 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ SMS-შეტყობინების მიღების თაობაზე თბილისელ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს
„თუ გსურთ წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დეტალური ინფორმაცია, წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიიღოთ, რეგისტრაცია კომპანიის ოფიაციალურ ვებგვერდზე უნდა გაიაროთ“, - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რეკომენდაციით მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ კომპანიის აღნიშნული უფასო სერვისით. სადღეისოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით, წყალმომარაგების შეზღუდვა-აღდგენის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალება კომპანიის 80 000-მდე აბონენტს გააჩნია.
SMS-შეტყობინების მისაღებად, თბილისელი აბონენტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვებგვერდს უნდა ეწვიონ, რომელიც უკვე მთლიანად მოდერნიზებულია და რეგისტრაციის გასავლელად მიჰყვნენ ბმულს: http://mygwp.ge/Public/InfoRegistration/InfoRegistration.aspx
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოდერნიზებული ვებგვერდი http://www.georgianwater.com/ მაქსიმალურადაა მისადაგებული თანამედროვე მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ახალი, ორენოვანი, მუდმივად განახლებადი ვებგვერდი ადაპტირებულია ნებისმიერი იმ ტიპის ტექნიკური მოწყობილობისთვის - მობილური ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, Android, Windows და iOs, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. ახალ ვერსიაში გაცილებით გამარტივებულია საძიებო სისტემა, რაც მომხმარებელს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის იოლად მოპოვების საშუალებას აძლევს.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება