04/11/2014 ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ ტურნირის ფავორიტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გუნდია
ბიზნესის ჩემპიონთა „ვერცხლის ლიგის“ მეორე ტურის ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა კვლავაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამჯერად GWP-ის გუნდმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ფეხბურთელებს სძლია. მატჩი, რომელიც ჯემალცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში შედგა, GWP-ის გამარჯვებით - 10-1 დასრულდა.
ჩატარებული ორი ტურის შედეგების მიხედვით, რვა საფეხბურთო გუნდიდან, სატურნირო ცხრილში 6-6 ქულას, ერთბაშად, ხუთი გუნდი ფლობს, თუმცა, გატანილი გოლების შეფარდების მიხედვით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ლიდერობს. საუკეთესო გუნდები, მათ შორის GWP-იც, ჩემპიონის ტიტულისთვის ასპარეზობას გააგრძელებენ. ტურნირის მორიგი თამაშები, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014-2015 წლების სეზონის „ვერცხლის ლიგის“ შეხვედრები 19 ოქტომბრიდან დაიწყო. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, „ვერცხლის ლიგის“ პირველი ტურის თამაშების საუკეთესო ფეხბურთელად GWP-ის თავდამსხმელი - გიორგი აფციაური დასახელდა.
24/11/2023 Საოპერაციო ცენტრები წყალმომარაგების სერვისების მართვის ევროპული მოდელია - ხოსე მიგელ სანტოსი, gwp-ის გენერალური დირექტორი
24/11/2023 მნიშვნელოვნად გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შეამცირდება ავარიებზე რეაგირების დრო - ზურა ალფაიძე, gwp-ის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი
24/11/2023 ჯივიპიდიდდიღომშიწყალმომარაგებისმაგისტრალურქსელზესარეაბილიტაციოსამუშაოებსატარებს
22/11/2023 ჯივიპი თბილისის წყალმომარაგებაში ევროპულ სტანდარტს ნერგავს
25/03/2023 კომპანიაჯორჯიანუოთერენდფაუერისსპეციალურიგანცხადება